ციფრული მარკეტინგისა და SEO-ს სპეციალისტი / MARK4

ვაკანსიის აღწერა

ციფრული მარკეტინგისა და SEO-ს სპეციალისტი

დასახელება: ციფრული მარკეტინგისა და SEO-ს სპეციალისტი
მომწოდებელი: MARK4
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
“MARK4” არის ბიზნესპროცესების მართვის Cloud სისტემა, რომელიც კომპანიებს ეხმარება ყოველდღიური პროცესების გაციფრულებასა და ეფექტიანად მართვაში.

გუნდის გაფართოებისთვის ვეძებთ ციფრული მარკეტინგისა და SEO-ს სპეციალისტს (Digital Marketing & SEO), რომელიც იმუშავებს ციფრული სარეკლამო კამპანიების მართვაზე, ვებგვერდის საძიებო სისტემებში ხილვადობის გაუმჯობესებასა და პოტენციური მომხმარებლების მოზიდვაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** Google Ads-ისა და Meta Ads-ის სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია;
** სარეკლამო ბიუჯეტის მონიტორინგი და კამპანიების შედეგების გაუმჯობესება;
** აუდიტორიების სეგმენტაცია, რეტარგეტინგი და A/B ტესტირება;
** საკვანძო სიტყვების კვლევა და SEO აქტივობების დაგეგმვა;
** ვებგვერდის On-page SEO ოპტიმიზაცია (Meta Tags, გვერდების სტრუქტურა, შიდა ბმულები);
** ტექნიკური SEO პრობლემების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის კოორდინაცია;
** Off-page SEO აქტივობებში მონაწილეობა და ბექლინკების მოპოვებაზე მუშაობა;
** კონტენტის SEO ოპტიმიზაცია შესაბამის გუნდთან თანამშრომლობით;
** ვებგვერდის ტრაფიკის, კონვერსიებისა და სარეკლამო კამპანიების შედეგების ანალიზი;
** რეგულარული რეპორტინგი და გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება.

რას ველოდებით:

** ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-2 წლის პრაქტიკული გამოცდილება;
** Google Ads-ისა და Meta Ads Manager-ის პრაქტიკული ცოდნა;
** SEO-ს ძირითადი პრინციპების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება (On-page, Off-page, Technical SEO);
** Google Analytics 4-ისა და Google Search Console-ის გამოყენების უნარი;
** საკვანძო სიტყვების კვლევისა და SEO ოპტიმიზაციის გამოცდილება;
** სარეკლამო კამპანიების შედეგების ანალიზისა და გაუმჯობესების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება:

** Google Tag Manager-ის ცოდნა;
** Ahrefs-ის ან Semrush-ის გამოყენების გამოცდილება;
** B2B ან SaaS პროდუქტების ციფრულ მარკეტინგზე მუშაობის გამოცდილება;
** ტექნიკური SEO-სა და HTML-ის საბაზისო ცოდნა.
** პორტფოლიოს, განხორციელებული კამპანიების ან SEO პროექტების მაგალითების გაზიარება.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, სოლომონ ქურდიანის 4 (ოფისში);
** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** დრო: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი);

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV მისამართზე hr@mark4.ge. საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება – ციფრული მარკეტინგისა და SEO-ს სპეციალისტი.

Location

მსგავსი ვაკანსიები