ვაკანსიის აღწერა
მოლარე-ოპერატორი
| DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა, კომპანია შპს”ჯორჯიან ექსპრესი” აცხადებს ვაკანსიას მოლარე ოპერატორის პოზიციაზე თბილისში. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ნახევარი თვეში 2 კვირა ** ორშაბათი-პარასკევი: 09:30-18:30 შაბათი: 10:00-14:00 ** სამუშაო ადგილი: თბილისი ა.წერეთლის გამზირი 105 ** ანაზღაურება: 900 ლარი ხელზე ასაღები. ძირითადი მოვალეობები: ** სალარო ოპერაციების ზუსტი და უშეცდომო წარმოება; ** ფულის მიღება და გაცემა ფიზიკურ პირებზე; ** ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად აღრიცხვა; ** საინკასაციო თანხების ზუსტი აღრიცხვა; ** სალაროს წიგნის, შემოსავლისა და გასავლის ყოველდღიური წარმოება; ** დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამულ მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები ან ტექნიკური სპეციალობები; ** სასურველია მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება. ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა; უნარ-ჩვევები: ** დროის მართვის უნარი; ** სიახლის ათვისების უნარი; ** ყურადღება დეტალების მიმართ; ** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; ** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი; ** პუნქტუალურობა და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 20 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: career@dhl.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ” DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა” ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ” DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა” -ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. |

