კომერციული დირექტორი / ვესტ ინვესტი

ვაკანსიის აღწერა

კომერციული დირექტორი რითეილის მიმართულებით

დასახელება: კომერციული დირექტორი რითეილის მიმართულებით
მომწოდებელი: ვესტ ინვესტი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
ვეძებთ კომერციულ დირექტორს, რითეილის მიმართულებით

ძირითადი მოვალეობები:

** კომერციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების მართვა
** ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი; ახალი კლიენტებისა და სავაჭრო არხების განვითარება
** გაყიდვების გეგმების განსაზღვრა არხებისა და ბრენდების მიხედვით; გაყიდვების, მარჟისა და მოგების მართვა
** კატეგორიების განვითარება, ასორტიმენტის გაფართოება, ფასწარმოქმნისა და პრომო-პოლიტიკის განსაზღვრა
** კომერციული შესყიდვებისა და მარაგების მართვა, მომწოდებლებთან მოლაპარაკებები
** ახალი პროდუქტების დამატების მართვა: ფინანსური გათვლები და დანერგვა სავაჭრო არხებზე
** სარეკლამო აქციების დაგეგმვა და ეფექტიანობის ანალიზი, მერჩენდაიზინგის სტანდარტების მონიტორინგი
** გუნდის ხელმძღვანელობა, კომერციული KPI-ების მონიტორინგი და ანგარიშგება მენეჯმენტისთვის

კანდიდატისგან ველოდებით:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მენეჯმენტის მიმართულებით
** მინიმუმ 5 წლის გამოცდილება გაყიდვების/კომერციულ მიმართულებით, სასურველია რითეილის სფეროში
** კატეგორიების მართვისა და მომწოდებლებთან მოლაპარაკებების გამოცდილება
** გუნდის ხელმძღვანელობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება, ბაზრის ანალიტიკის ცოდნა
** შედეგებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ძლიერი უნარები

რას გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** შედეგებზე დაფუძნებულ ბონუს სისტემას
** დამატებით ბენეფიტებს
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** დინამიურ და ზრდაზე ორიენტირებულ გარემოს

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@wi.ge. წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: “კომერციული დირექტორი”.

CV-ის გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ წარდგენილი ინფორმაცია დასაქმების პროცედურების წარმართვის მიზნით. მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ ამ მიზნით და თქვენი თანხმობის გარეშე მესამე მხარეს არ გადაეცემა.

გმადლობთ ინტერესისთვის და გისურვებთ წარმატებას!

Location