B2B გაყიდვების მენეჯერი / EcoVille

ვაკანსიის აღწერა

B2B გაყიდვების მენეჯერი 

EcoVille Georgia არის მზის ენერგიის EPC კონტრაქტორი და საერთაშორისო EcoVille Holding-ის ნაწილი, 10+ წლიანი გამოცდილებით. ჰოლდინგი ოპერირებს საქართველოში, სომხეთსა და შვეიცარიაში. უზრუნველყოფს კომერციული და ინდუსტრიული მზის ელექტროსადგურების პროექტირებას და მშენებლობას სერტიფიცირებული ტექნოლოგიებით.

EcoVille Georgia საქართველოში ოპერირებს 2020 წლიდან. დაარსებიდან დღემდე განახორციელა 100-ზე მეტი წარმატებული პროექტი განახლებადი ენერგიის ინდუსტრიაში.

ვაკანსიის დასახელება: B2B გაყიდვების მენეჯერი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. 54
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00
სამუშაო ფორმატი: სრული/ოფისიდან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში (ენერგეტიკის სექტორში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
** ტექნიკური ცოდნა ენერგეტიკის ან საინჟინრო სფეროში, რაც აუცილებელია კლიენტებთან ტექნიკურ დონეზე მოლაპარაკებების წარმოებისთვის.
** – ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები.
** KPI-ებზე, გეგმებზე და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის გამოცდილება.
** შედეგზე ორიენტირებული მიდგომა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** ბაზრის ანალიზის ცოდნა და ინფორმაციის მოძიების და გამოყენების უნარი.
** ქართული ენაზე პროფესიონალური დონის წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია.
** ინგლისური და/ან რუსული ენების ფლობა.
** კრეატიულობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება.
** პროექტების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა.
** საკუთარი ავტომობილის ფლობა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** B2B გაყიდვების დაგეგმვა და განხორციელება.
** B2B მიმართულების პარტნიორობის განვითარება და შენარჩუნება.
** მზის ინდუსტრიასთნ მომიჯნავე მოქმედ კომპანიებთან, ასოციაციებთან და ჯგუფებთან კავშირების დამყარება და ურთიერთობის განვითარება.
** ახალი კლიენტების მოძიება და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება
** გაყიდვების პროცესის სრული მართვა: პრეზენტაციები, შეთავაზებები, კონტრაქტების მომზადება
** გაყიდვების მიზნების KPI (თვიური, კვარტალური, წლიური) შესრულება და ანგარიშგება მენეჯმენტთან.
** ბაზრის კვლევა და ანალიტიკა, ადგილობრივი ტენდენციების, მომხმარებელთა და კონკურენტების ქცევის დასადგენად.
– მარკეტინგის და საოპერაციო გუნდთან თანამშრომლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ფიქსირებული ანაზღაურებას და ბონუს სისტემას
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას

თქვენი CV შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: info@ecoville.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

კანდიდატის შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე რამდენიმე ეტაპად.

მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში – “მონაცემები”), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა.

მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელ. ფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.

Location