ვაკანსიის აღწერა
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: European Fertility Clinic
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
“ეუროპიან ფერტილითი კლინიკა” რომელიც ორიენტირებულია ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობაზე, აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, კრწანისის მე-2 შესახვევი 33
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 9:00-დან 18:00-მდე, შაბათი 10:00-დან 16:00-მდე (თვეში 2 ჯერ) დამატებით ანაზღაურდება
დასვენების დღე: კვირა
ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტის შესაბამის პროგრამაში რეგისტრირება
** ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარგანსაზღვრული წესის შესაბამისად
პაციენტისთვის ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ
** სხვა ფუნქცია-მოვალეობები უშუალო უფროსის დავალების შესაბამისად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** სამედიცინო დაწესებულებაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა
** სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა
** დისციპლინის წესებისა და პროცედურების დაცვა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
ბენეფიტები:
** კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fit Pass
** ფასდაკლება კლინიკაში არსებულ სერვისებზე 20%
** კლინიკაში არსებულ კაფეში 50%
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, რეზიუმე გადმოაგზავნოთ მისამართზე admin@efclinic.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური ადგილის დასახელება “ადმინისტრატორი”
გისურვებთ წარმატებას.

