უმცროსი IT ადმინისტრატორი / კაზინო აჭარა

ვაკანსიის აღწერა

უმცროსი IT ადმინისტრატორი თბილისში

დასახელება: უმცროსი IT ადმინისტრატორი
მომწოდებელი: კაზინო აჭარა
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი / ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
“Casino Adjara” აცხადებს ვაკანსიას: უმცროსი IT ადმინისტრატორი (Junior IT Administrator)

სამუშაო ადგილი: თბილისი
დეპარტამენტი: IT

ვეძებთ პასუხისმგებლობიან და ტექნიკურად კომპეტენტურ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლების ტექნიკურ მხარდაჭერასა და IT ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობას.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპიუტერების, სერვერებისა და ქსელური ინფრასტრუქტურის ტექნიკური მხარდაჭერა;
** IT პრობლემების დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა;
** მომხმარებლების მხარდაჭერა ადგილზე და დისტანციურად;
** Active Directory-ისა და მომხმარებელთა წვდომების მართვა;
** IT სისტემების უწყვეტი მუშაობის მხარდაჭერა 24/7 გარემოში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** IT სფეროში 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** TCP/IP, DNS, DHCP და VLAN-ის ცოდნა;
** Active Directory-თან მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft 365-ისა და Microsoft Office-ის ცოდნა;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:

** Hyper-V/VMware, Backup და Firewall ტექნოლოგიების ცოდნა;
** Cisco-ს ან Microsoft-ის სერტიფიკატები;
** ინგლისური ენის ცოდნა.

რას გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

გამოაგზავნეთ CV ელფოსტაზე: hr@casinoadjara.com

Location

მსგავსი ვაკანსიები