ვაკანსიის აღწერა
სოციალური მედიის უმცროსი მენეჯერი
დასახელება: სოციალური მედიის უმცროსი მენეჯერი
მომწოდებელი: MARK4
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
“MARK4” არის ბიზნესპროცესების მართვის Cloud სისტემა, რომელიც კომპანიებს ეხმარება ყოველდღიური პროცესების გაციფრულებასა და ეფექტიანად მართვაში.
გუნდის გაფართოებისთვის ვეძებთ Junior Social Media Manager-ს, რომელიც იზრუნებს კომპანიის სოციალურ მედიაში აქტიურობაზე, საინტერესო კონტენტის შექმნასა და ბრენდის ცნობადობის გაზრდაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** კომპანიის სოციალური მედიის გვერდების ყოველდღიური მართვა (Facebook, Instagram, LinkedIn);
** კონტენტგეგმის მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** სოციალური მედიისთვის პოსტების ტექსტების (Copywriting) მომზადება;
** პოსტების, სთორებისა და სხვა კონტენტის დაგეგმვა და გამოქვეყნება;
** ვიზუალური და ვიდეოკონტენტის იდეების შემუშავება და შესაბამის გუნდთან თანამშრომლობა;
** სოციალური მედიის ტენდენციების მონიტორინგი და ახალი იდეების შეთავაზება;
** კომენტარებისა და შეტყობინებების მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება;
** სოციალური მედიის ძირითადი მაჩვენებლების (Reach, Engagement, Followers) მონიტორინგი და მარტივი რეპორტების მომზადება.
რას ველოდებით:
** სოციალური მედიის მართვის მიმართულებით მინიმუმ 6 თვის პრაქტიკული გამოცდილება (მათ შორის დამოუკიდებელი პროექტები);
** Facebook-ის, Instagram-ისა და LinkedIn-ის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** გამართული ქართულით წერისა და საინტერესო ტექსტების შექმნის უნარი;
** Meta Business Suite-ის საბაზისო ცოდნა;
** Canva-ს ან სხვა მარტივი დიზაინის ინსტრუმენტის გამოყენების უნარი;
** კონტენტის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** კრეატიულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
უპირატესობად ჩაითვლება:
** მოკლე ვიდეოკონტენტის (Reels) შექმნის ან დამუშავების გამოცდილება;
** CapCut-ის ან სხვა ვიდეორედაქტორის ცოდნა;
** B2B ან ტექნოლოგიური პროდუქტებისთვის კონტენტის შექმნის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, სოლომონ ქურდიანის 4 (ოფისში);
** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** დრო: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი);
** ანაზღაურება: შეთანხმებით;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV მისამართზე hr@mark4.ge. საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება – სოციალური მედიის უმცროსი მენეჯერი.
პორტფოლიოს, სოციალური მედიის გვერდების ან შექმნილი კონტენტის მაგალითების გაზიარება ჩაითვლება უპირატესობად.

