Job Description
| დასახელება: კატეგორიის მენეჯერი |
| მომწოდებელი: ბიბლუსი |
| გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 09 მარტი |
| შპს “ბიბლუსი” აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე. მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე. ჩვენთან გელოდებათ: ** კარიერული განვითარების შესაძლებლობა; ** კომფორტული სამუშაო გარემო; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება. ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები: ** ბაზრის ანალიზი და მაჩვენებლების წინა პერიოდებთან შედარება ** სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა ** კომპანიის მომხმარებელთან დაკავშირებული ანალიტიკა ** ქსელის თანამშრომლების მიერ კატეგორიის ცოდნის კვლევა და შემოწმება, ასევე ამ ცოდნის მიღებაზე ზრუნვა ** კატეგორიისა და ქვეკატეგორიის განსაზღვრა ** მომწოდებლებთან ურთიერთობის განვითარება ** იმპორტის შემთხვევაში ლოჯისტიკაში ჩართულობა, შესაბამისი დოკუმენტებით უზრუნველყოფა ** საბაჟო პროცედურებში ჩართულობა ** კატეგორიის/რეპორტინგის სპეციალისტის მიერ მომზადებული გაყიდვების რეპორტების ანალიზი ** ყოველკვირეული/ყოველთვიური ურთიერთობა მომწოდებელთან ეფექტური და მომგებიანი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად ** მერჩენდაიზინგის სტრატეგიის განსაზღვრა მერჩენდაიზინგის ასისტენტთან ერთად პლანოგრამის განსავითარებლად ** სივრცის ოპტიმიზაცია – დეფიციტების გამორიცხვა, მომგებიანი პროდუქტის ასორტიმენტის შენარჩუნება მოცემულ სივრცეში ** კატეგორიის სპეციალისთთან ერთად შეკვეთების მომზადება/განხილვა ** მომწოდებლებთან ვალდებულებების თვალყურის მიდევნება ფინანსური განყოფილების მონაცემებზე დაყრდნობით. ** კოორდინირების გაწევა კატეგორიის სპეციალისტის საქმიანობაზე და თანამშრომლობა სხვა კატეგორიის მენეჯერებთან, ქსელის მართვასთან, ლოჯისტიკასთან, ფინანსებთან, მარკეტინგთან. ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები: ** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა; ** მინიმუმ 2 წელი, შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით) ** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel) ** 1c პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; |

