არქიტექტორი, ინტერიერის დიზაინერი / Target Group

ვაკანსიის აღწერა

დასახელება: არქიტექტორი/ინტერიერის დიზაინერი
მომწოდებელი: Target Group
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / ბოლო ვადა: 16 დეკემბერი
“Target Group” აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის / ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

“Target Group” არის განვითარებაზე ორიენტირებული უძრავი ქონების კომპანია, რომელიც აქტიურად მუშაობს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია სპეციალიზდება უძრავი ქონების გაყიდვებში, პარტნიორულ მოლაპარაკებებსა და კომერციული ობიექტების მოძიება-რეალიზაციაში და უზრუნველყოფს სწრაფ, ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ მომსახურებას.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** სამუშაო საათები: 12:00-19:00
** შაბათი-კვირა: დასვენება
** ხელფასი: ფიქსირებული 4000 ლარი (გარდა ამისა, იქნება ასევე საბონენტო სისტემა)
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (ოფისიდან)
** ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, მარშალ გელოვანის გამზირი N13

ძირითადი მოვალეობები:

** არქიტექტურული პროექტების დაგეგმვა და კონცეფციის შემუშავება.
** არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის პროექტების შექმნა და განვითარება.
** საცხოვრებელი და კომერციული სივრცეების ინტერიერის დიზაინის დაგეგმვა.
** სივრცის ფუნქციური დაგეგმარება და ინტერიერის დიზაინ-კონცეფციების შემუშავება.
** სამუშაო ნახაზებისა და არქიტექტურული დოკუმენტაციის მომზადება.
** ინტერიერის 2D და 3D ვიზუალიზაციების შექმნა.
** მასალების, ფერების, ავეჯისა და განათების შერჩევა.
** არსებული სივრცეების დიზაინის განახლება და ოპტიმალური გადაწყვეტილებების შეთავაზება.
** პროექტების კოორდინაცია შესაბამის გუნდებთან.
** პროექტის შესრულების პროცესის მონიტორინგი და კონტროლი.
** დამკვეთის მოთხოვნების გათვალისწინებით არქიტექტურული და დიზაინერული გადაწყვეტილებების შეთავაზება.
** დადგენილი ვადების დაცვა და სამუშაო პროცესის ეფექტური მართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება!
** არქიტექტურის ან ინტერიერის დიზაინის მიმართულებით უმაღლესი განათლება.
** აუცილებელია მინიმუმ 3-წლიანი პროფესიული სამუშაო გამოცდილება.
** არქიტექტურული პროექტებისა და ინტერიერის დიზაინის შექმნის პრაქტიკული გამოცდილება.
** ArchiCAD-ის, AutoCAD-ის, SketchUp-ის ან სხვა შესაბამისი პროგრამების ცოდნა.
** 2D და 3D დიზაინისა და ვიზუალიზაციის მომზადების უნარი.
** ინტერიერის დიზაინის თანამედროვე ტენდენციებისა და მასალების ცოდნა.
** სივრცითი და შემოქმედებითი აზროვნება.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა.
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარები.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** ინგლისური ენის ცოდნა.
** პორტფოლიოს წარმოდგენა სავალდებულოა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს.
** ფიქსირებულ ყოველთვიურ ანაზღაურებას.
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
** პროფესიული ზრდისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.
** მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
** საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობას.

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ან გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: Reservation@travaxo.ge

Location