გაყიდვების მენეჯერი / Estemed

ვაკანსიის აღწერა

გაყიდვების მენეჯერი

დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Estemed
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
ESTEMED – ესთეტიკური მედიცინისა და პროფესიული კოსმეტოლოგიის სფეროში მოქმედი სადისტრიბუციო კომპანია გუნდში იწვევს – გაყიდვების მენეჯერს.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ვეძებთ, ადამიანს, რომელიც სტაბილურად გაზრდის კომპანიაში გაყიდვების პოტენციურ და არსებულ დამკვეთების ბაზის წარმოებით და მათთან პირდაპირი კომუნიკაციის საფუძველზე გაყიდის კომპანიის პროდუქტს.

ძირითადი მოვალეობები:

მომხმარებლის მოძიება და კომუნიკაცია

** პოტენციური კლიენტების (კოსმეტოლოგები, დერმატოლოგები, ესთეტიკური კლინიკები, სალონები, და ა.შ) მოძიება სოციალური ქსელებით, პროფესიული ჯგუფებით, შეხვედრებზე, კონგრესებზე, პრეზენტაციებზე და სხვა ღონისძიებებსა თუ სოციალური არხებით.
** ახალ კლიენტებთან პირველადი კონტაქტის დამყარება და შეხვედრის ჩანიშვნის შემდგომ მათთვის პროდუქტის ადგილზე პრეზენტირება.
** არსებულ კლიენტებთან პერიოდული კომუნიკაციის შენარჩუნება. მომხმარებლისთვის ყიდვიდან 2-3 თვეში მარაგების შევსების შეხსენება.

ბაზის წარმოება და CRM:

** კლიენტების ბაზის წარმოება;
** ყოველი კომუნიკაციის, შეთავაზებისა და შეხვედრის სისტემაში ასახვა;
** საინფორმაციო ჯგუფის/ჯგუფების მართვა. სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელება, როგორიცაა: ფასდაკლებები, სიახლეები, სემინარების ანონსები და ა.შ

შეკვეთები და ოპერაციული პროცესი:

** კლიენტის შეკვეთის გაფორმება და საწყობის მენეჯერთან კოორდინაცია.
** შეკვეთიდან ჩარიცხვამდე პროცესის სრული კონტროლი; კონსიგნაციის/რეალიზაციის ხელშეკრულებების გაფორმება.
** პროდუქციის ვადიანობის კონტროლი გაგზავნამდე.
** დებიტორული დავალიანებების მართვა. ვადების თვალყურის დევნება, შეხსენება, ანგარიშგება.

მარკეტინგთან თანამშრომლობა:

** სემინარებისა და ივენთებისთვის მომხმარებლების მოწვევა და მობილიზება.
** კონტენტისთვის კოსმეტოლოგებისა თუ მომხმარებლების გადასაღებად მოწვევა.
** ბრენდ მენეჯერთან ერთად ყოველყოველთვიური/წლიური გეგმის შეთანხმება.

ანგარიშგება:

** ყოველყოველთვიური გაყიდვების ანგარიშის წარდგენა ბრენდ მენეჯერისთვის.
** გაყიდვების გეგმისა და რეალური გაყიდვების ანალიზი. რა გაიყიდა, რა ჩაირიცხა, რამდენი დებიტორი დარჩა.
** კონკურენტების (ანალოგური ფილერების) ფასებისა და პირობების მონიტორინგი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** კლიენტებთან პირდაპირი კომუნიკაციის (გაყიდვები, სერვისი, რეზერვაციები) მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება
** მაღალ დონეზე ფლობა: CRM; WhatsApp Business; Google Sheets/Excel;
** კომუნიკაბელურობა, ინიციატივიანობა და დამოუკიდებელი სამუშაო სტილი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი და შედეგზე ორიენტაცია.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: თვეში 2000 ლარი + ბონუსი
** კვება: უზრუნველყოფს კომპანია, საკუთარი ხარჯით
** სამედიცინო დაზღვევა
** Fitpass
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00 დან 18:00 საათამდე.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: office@estemed.ge
წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ: “გაყიდვების მენეჯერი”

Location

მსგავსი ვაკანსიები