ვაკანსიის აღწერა
მოდის კონსულტანტი
დასახელება: მოდის კონსულტანტი
მომწოდებელი: New Trend
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
კომპანია “MAVA&Co” აცხადებს ვაკანსიას მაღაზია “New Trend”-ის მოდის კონსულტანტის პოზიციაზე.
MAVA&Co 1998 წლიდან არის პრემიუმ, საერთაშორისო მოდის ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Emporio Armani, Zadig & Voltaire, Armani Exchange და New Trend.
პოზიციის დასახელება: მოდის კონსულტანტი
** პოზიციის დასახელება: მოდის კონსულტანტი
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი
** სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე, 8+1 საათი
** ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** შერჩევის ფორმა: გასაუბრება
გთხოვთ, ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს, რომელიც არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს:
** ვაკანსია არ არის გათვლილი და არ არის მორგებული სტუდენტებზე; ასაკის ზედა ზღვარი — შეზღუდვის გარეშე;
** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება მოდის საცალო ვაჭრობაში;
** მომსახურების მაღალი სტანდარტების ფლობა;
** ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქსკლასის ბრენდების კარგი ცოდნა, სტილისა და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. ინგლისური ენისა და სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევა;
** მაღაზიაში წარმოდგენილი კოლექციების ვიზუალური პრეზენტაცია და მაღაზიის სივრცეში განთავსება ბრენდის კონცეფციის შესაბამისად;
** პროდუქციის მოწესრიგება, მაღაზიის ვიზუალზე ზრუნვა;
** მომხმარებლისთვის პროდუქციის ეფექტური შეთავაზება, გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით და ასევე თქვენი სოციალური ქსელების მისამართით გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@mavaltd.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მოდის კონსულტანტი. სათაურის გარეშე რეზიუმე არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!

