საცალო ქსელის გაყიდვების ხელმძღვანელი / SMOTORS

ვაკანსიის აღწერა

საცალო ქსელის გაყიდვების ხელმძღვანელი

დასახელება: საცალო ქსელის გაყიდვების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: სმოტორსი
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
“SMOTORS” აცხადებს ვაკანსიას საცალო ქსელის გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის #1 (ვარკეთილი)
სამუშაო გრაფიკი: სრული.

კომპანიის შესახებ:

კომპანია “ესმოტორს”- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, ასევე სპეც-ტექნიკის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/

“SMOTORS” – ხარისხი დეტალებშია!

სამუშაოს მოკლე აღწერა:

** კომპანიის მაღაზიების ქსელის მართვა, გაყიდვების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება;
** ბაზრის კვლევა, მისი მიმდინარე პოტენციალის განსაზღვრა და ფაქტობრივი ათვისების დონის შეფასება;
** გასაყიდი პროდუქციის შესწავლა და ანალიზი; ფასების ანალიტიკა და ოპტიმიზაცია;
** გაყიდვების წლიური და კვარტალური გეგმების შედგენა და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა; მათ შორის პორტფელის ზრდაზე ორიენტირება.
** ორგანიზაციის კომერციული ინტერესის შესაბამისად სამომავლო ხედვის განვითარება ახალი ბაზრების ათვისების, პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესების კუთხით
** მომხმარებლებისთვის, შეთავაზებების მომზადება, წარდგენა ეფექტიანობის გაზრდაზე ზრუნვა;
** მომხმარებლის მიერ დაყენებული მოთხოვნის/პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და მოთხოვნის დროული შესრულების მონიტორინგი;
** მომსახურების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ახალი იდეების გენერირება;
** მაღაზიების ქსელში თანამშრომლების შერჩევა/მომზადების პროცესში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** ქსელური მაღაზიების მართვის მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; (ავტონაწილების ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად)

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიანი სახელფასო რეინჯს + ბონუსები.
** ზრდად კომპანიას, დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია “ეს მოტორს”-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

Location