გაყიდვების მენეჯერი/კონსულტანტი / SMOTORS

ვაკანსიის აღწერა

გაყიდვების მენეჯერი/კონსულტანტი

დასახელება: გაყიდვების მენეჯერი/კონსულტანტი
მომწოდებელი: სმოტორსი
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
კომპანია “SMG”-ი 2019 წლიდან წარმატებით ახორციელებს სპეცტექნიკის, ბლოკის ქარხნების, სათადარიგო ნაწილების, ჰიდრავლიკური მილების იმპორტსა და რეალიზაციას, ასევე მომხმარებლებს სთავაზობს საგარანტიო გაყიდვების შემდგომ მომსახურებას.

პოზიციის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი/კონსულტანტი
მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის #1 (ვარკეთილი)
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1000 ლარი ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვიდან

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია, საჭიროების დადგენა, სრული ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** ახალი პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;
** პროდუქციის განთავსება თაროებზე დადგენილი წესით;
** სალარო ოპერაციების წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** სასურველია პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** მზარდ კომპანიას დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე (CV) ელმისამართზე: cv@smotors.ge. სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია “SMG”-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

Location

მსგავსი ვაკანსიები