ვაკანსიის აღწერა
მზარეული
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: dayoff.
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
შემოუერთდი “dayoff.”-ის გუნდს!
ამ ეტაპზე ვეძებთ მზარეულს, რომელიც მზად იქნება გახდეს ჩვენი გუნდის ახალი, ენერგიული და შემოქმედებითი წევრი!
ლოკაცია: ქ. თბილისი, ი. აბაშიძის 22.
გრაფიკი: კვირაში 5 დღე | 9 საათიანი სამუშაო დღე.
ანაზღაურება: 1800ლ.
შენი მთავარი ამოცანები იქნება:
** dayoff.-ის სტანდარტებისა და რეცეპტურის მიხედვით კერძების მომზადება
** ინგრედიენტების ხარისხის, ვადებისა და ვიზუალის მკაცრი კონტროლი
** შეკვეთების სწრაფი, დროული და ზუსტი გაცემა
** სამზარეულოს მარაგების კონტროლსა და შევსებაში მონაწილეობის მიღება
** სამუშაო სივრცეში, დანადგარებსა და მაცივრებში ჰიგიენური ნორმების უმაღლეს დონეზე დაცვა
რა გელოდება ჩვენთან?
** პროფესიული გადამზადება და ტრენინგები
** მეგობრული, მზარდი გუნდი
** გარემო, სადაც შენი იდეები და ენთუზიაზმი მნიშვნელოვანია
** ახალი ბრენდის შექმნაში თანამშრომლობის გამოცდილება
შემოგვიერთდი, თუ:
** ხარ პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და პუნქტუალური
** გიყვარს გუნდური მუშაობა და ღია ხარ განვითარებისთვის
** აუცილებელია მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: info@dayoff.cafe ან დაგვიკავშირდით 555 222 421

