კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი / CTS

ვაკანსიის აღწერა

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი


დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Caucas Transport Solutions
გამოქვეყნდა: 28 სექტემბერი / ბოლო ვადა: 28 ოქტომბერი
“Caucas Transport Solutions” (CTS) წარმოადგენს გერმანული სატრანსპორტო ჰოლდინგის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში. 2012 წლიდან კომპანია წარმატებით ოპერირებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე — აერთიანებს სატრანსპორტო-საექსპედიტორო მიმართულებებს და უზრუნველყოფს სრული მასშტაბის საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო და სარკინიგზო ლოჯისტიკურ სერვისებს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.cts.ge/

გუნდის გაფართოებასთან დაკავშირებით, CTS იწვევს ამბიციურ და გამოცდილ პროფესიონალს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ახალი კორპორატიული კლიენტების აქტიური მოძიება (B2B);
** კლიენტების ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლა და მათზე მორგებული სატრანსპორტო/ლოჯისტიკური მომსახურების შეთავაზება;
** არსებულ კორპორატიულ პორტფელთან თანამშრომლობა, პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება და გაყიდვების გაზრდა (Up-selling / Cross-selling);
** კომერციული წინადადებების მომზადება, ხელშეკრულებების შეთანხმება და გაფორმება;
** გაყიდვების ინდივიდუალური გეგმების შესრულება და შედეგების პერიოდული რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სატრანსპორტო/ლოჯისტიკურ სექტორში B2B გაყიდვების მიმართულებით მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება;
** საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების სპეციფიკისა და ბაზრის კარგად ცოდნა;
** ახალი ბიზნეს კონტაქტების მოზიდვისა და გაყიდვების სრული ციკლის დამოუკიდებლად მართვის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა (სამუშაო და საქმიანი კომუნიკაციის დონეზე);
** საოფისე პროგრამების (MS Office, Excel და E-mail) მაღალ დონეზე ცოდნა;
** BIA მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დარწმუნების, ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის გამოკვეთილი უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვისა და სამუშაო პროცესის დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და სტრესულ/ცვალებად გარემოში სწრაფი ორიენტაციის უნარი;
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პუნქტუალურობა.

რას გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას: 2000-3000 ლარიდან (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით) + მოქნილი საბონუსე სისტემა;
** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას;
** კორპორატიულ მობილურს (ულიმიტო პაკეტი);
** სამუშაო ვიზიტებისა და შეხვედრებისთვის ტრანსპორტირების უზრუნველყოფას;
** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** თანამედროვე, სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია გრძელვადიანი და სტაბილური თანამშრომლობა.

სამუშაო პირობები და განაცხადის მიღება:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)
ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის №145, HOB ბიზნეს ცენტრი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: jobs@cts.ge. წერილის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: “კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი”

Location