ვაკანსიის აღწერა
ადმინისტრატორი
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: თურსა
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
სს “თურსა” აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურებას თვეში ორჯერ დარიცხვით: 1200 ლარს +500 დან -1200 ლარამდე ბონუსს
** 6 დღიან სამუშაო კვირას, 1 დღე დასვენება
** ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო შეთავაზებას
** მე -13 ხელფასი
** ანაზღაურებად სტაჟირებას
** ტრენინგებისა და სწავლების შესაძლებლობას
** დასაქმების მარტივ პროცედურას
** მდიდარ კორპორაციულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს
ფუნქცია-მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტის თანამშრომელთა გუნდის მართვა;
** სადისტრიბუციო პროდუქციის მითვლა და განთავსების ორგანიზება;
** დარბაზში პროდუქციის განლაგებისა და ვადების კონტროლი;
** ფასების ცვლილების შემთხვევაში, ახალი ფასმაჩვენებლების შესაბამის პროდუქტებთან განთავსება;
** პროდუქციის აღწერის პროცესში უშუალო ჩართულობა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების კონტროლი სავაჭრო ობიექტზე;
** საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია სავაჭრო მიმართულებით მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე Hr@tursa.ge და სათაურის ველში (“Subject”) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “ადმინისტრატორი”.
კომპანიის შესახებ:
შპს “თურსა” დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.

