ვაკანსიის აღწერა
მოლარე-კონსულტანტი
ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები. თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე თბილისის ფილიალებში. სამუშაო პირობები: ** სამუშაო განაკვეთი: ექვსი და ცხრა საათიანი ცვლები ** დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე ურთიერთშეთანხმებით ** ანაზღაურება: 950-1000 ₾ (სრულ განაკვეთზე) + ბონუსი (ანაზღაურება დამოკიდებულია შერჩეულ ფილიალზე). ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებელთან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება პროდუქციის შესყიდვის პროცესში. ** სალაროზე გატარებული პროდუქციის ასორტიმენტისა და ფასის შესაბამისობის შედარება შესაძლებლობის შესაბამისად. ** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა საკუთარ სექციაში არსებული პროდუქციაზე. ** საკუთარი სექციის შევსებასა და ვადიანობაზე ზრუნვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ასაკი-18 წლიდან ** გამოცდილება-არ მოეთხოვება (შესწავლა მოხდება ადგილზე) ** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი. ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით http://zgapari.ge/career/ ან, დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 22 66 40. ასევე შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv@zgapari.ge გაცნობებთ, რომ “ზღაპარი” ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. |

