შოურუმის კონსულტანტი / კოლხი ჯგუფი

ვაკანსიის აღწერა

შოურუმის კონსულტანტი

“კოლხი ჯგუფი” (https://kolkhigroup.ge/), რომელიც ოპერირებს სამშენებლო ბაზარზე და არის ტრადიციული და ინოვაციური სამშენებლო მასალებისა და პროექტებისა სოლიდური/წამყვანი მომწოდებელი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას შოურუმის კონსულტანტის პოზიციაზე (2 ვაკანსია).

მდებარეობა: თბილისი, წერეთლის გამზირი 101;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი – 11:00-19:00

ძირითადი მოვალეობები:

** შოურუმის ვიზიტორების დახვედრა და კონსულტაციის გაწევა პროდუქციის შესახებ
** პროდუქციის მახასიათებლების, უპირატესობებისა და გამოყენების წესების დეტალური წარდგენა
** მომხმარებლის საჭიროებების შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილების შეთავაზება
** შეკვეთების დამუშავებაში მონაწილეობის მიღება
** შოურუმში პროდუქციის განლაგებისა და სისუფთავის უზრუნველყოფა
** მომხმარებლის უკუკავშირის დაფიქსირება და მენეჯმენტთან კომუნიკაცია
** გაყიდვების და შიდა აქტივობების მხარდაჭერა შოურუმის მენეჯერთან ერთად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება საცალო გაყიდვებში ან მომხმარებელთან კომუნიკაციაში
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და პოზიტიური დამოკიდებულება
** ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი
** სამშენებლო მასალების ან ინტერიერის პროდუქტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, POS სისტემები – უპირატესობა)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@kolkhigroup.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება შოურუმის კონსულტანტი.

Location