ვაკანსიის აღწერა
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
| გარემოს დაცვითი და შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია “გერგილი” აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მიმართულებით და ეძებს პასუხისმგებლობიან, მოტივირებულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს. ვაკანსია პოზიციაზე: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ადგილმდებარეობა: თბილისი, რეგიონები (მივლინებით) სამუშაო გრაფიკი: სრული შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი: მოთხოვნები: ** სავალდებულოა შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი/დიპლომი; ** სასურველია 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. ** სასურველია ინგლისური ენის (B 1 – B 2 დონე) ცოდნა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** აუცილებელია წერითი უნარების დოკუმენტაციის წარმოების ცოდნა; ** სავალდებულოა მართვის მოწმობა და მანქანის მართვის ცოდნა; ფუნქციები: ** საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების კონტროლი; ** შრომის უსაფრთხოების პოლიტიკით გათვალისწინებული ნორმებისა და პროცედურების შემუშავება და კონტროლი; ** ობიექტების ინსპექტირება, საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირება, შესაბამისი პრევენციული ზომების შემუშავება; ** კანონდებლობით მოთხოვნილი სრული შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის წარმოება და პროცედურების შემუშავებაში ხელშეწყობა; ** დასაქმებულთა ტრენინგი უსაფრთხოების ნორმებსა და პროცედურებთან მიმართებაში; ** კონტრაქტორი კომპანიების მიერ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩატარებული საქმიანობის კონტროლი; ** დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურების გატარება. გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატი/დიპლომი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: n.shavlakadze@gergili.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. |

