ჭურჭლის მრეცხავი-სტიუარდი / Hilton Batumi

ვაკანსიის აღწერა

ჭურჭლის მრეცხავი-სტიუარდი – ბათუმი

სასტუმრო “ჰილტონ ბათუმი” აცხადებს ვაკანსიას სტიუარდის (ჭურჭლის მრეცხავის) პოზიციაზე.

ჰილტონში თითოეული პოზიცია მნიშვნელოვანია – ყველა თანამშრომელი თავისი წვლილით ქმნის სტუმრის საუკეთესო გამოცდილებას

ძირითადი მოვალეობები:

** გამოყენებული ჭურჭლის გარეცხვა;
** ჭურჭლის, სამზარეულოს ინვენტარისა და სამუშაო ხელსაწყოების სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების სწორად გამოყენება;
** ჭურჭლის სისუფთავისა და მდგომარეობის კონტროლი;
** დაზიანებული ჭურჭლის გამოვლენა და ხელმძღვანელის ინფორმირება;
** სამუშაო სივრცისა და სარეცხი ზონის სისუფთავის დაცვა;
** სანიტარიულ-ჰიგიენური და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** სამზარეულოს პერსონალთან ეფექტური თანამშრომლობა;
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება.

უნარები:

** პასუხისმგებლობა და დისციპლინირებულობა;
** სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და დროის მართვა;
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** 5/2 – 8 საათიანი – სამუშაო გრაფიკი;
** ცვლიანობიდან გამომდინარე უფასო ტრანსპორტირება;
** განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობებს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** წახალისებებსა და ჯილდოებს;
** GO Hilton-ის სამოგზაურო ფასდაკლებას;
** ექსკლუზიური ფასდაკლებებს პარტნიორებთან;
** 50%-იანი ფასდაკლებას სასტუმროს ყველა რესტორანსა თუ ბარში;
** 50%-იან ფასდაკლებას ეფორეა სპაში.

დაინტერესებულებმა რეზიუმე გამოგზავნეთ: BUSBT_Batumi_Career@hilton.com. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ “შპს ტურინვესტი – სასტუმრო ჰილტონ ბათუმმა” თქვენი დასაქმების მიზნით დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

Location