ვაკანსიის აღწერა
| გაყიდვების კონსულტანტი : მომწოდებელი: XS სათამაშოებიგამოქვეყნდა: 11 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისისათამაშოების მაღაზიათა ქსელი “xs toys” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე, ბათუმში. სათამაშოების მაღაზიათა ქსელი “Xs სათამაშოები” 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე აერთიანებს 6 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ოთხი თბილისში, ერთი კი ბათუმში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის. ჩვენთან გელოდებათ: ** კარიერული განვითარების შესაძლებლობა; ** კომფორტული სამუშაო გარემო; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** და რაც ყველაზე მთავარია – ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება. ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე. ძირითადი მოვალეობები: ** მომსახურების კორპორაციული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება; ** პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა; ** სალარო აპარატთან მუშაობა. ძირითადი მოთხოვნები: ** სასურველია სამუშაო გამოცდილება; ** გამოცდილება გაყიდვების სფეროში; ** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel). პიროვნული მახასიათებლები: ** კომუნიკაბელურობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პუნქტუალურობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: anvoljobs@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (კონსულტანტი ბათუმში). სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას! |

